პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას, სავარაუდოდ, დღეს შეხვდება

27.12.21 11:15


ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები გრძელდება. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდება.

 

როგორც ცნობილია, სააკაშვილის გუნდის წევრები ათონელის რეზიდენციაში კონკრეტული წინაპირობით მივლენ. ისინი ამბობენ, რომ ეროვნული თანხმობა სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე ვერ შედგება. პარალელურად, ამ მოთხოვნით, შიმშილს აგრძელებენ.

 

მმართველ გუნდში ამ პოლიტიკური პარტიის გულწრფელობის არ სჯერათ, პროცესის წარმატებას კი, მხოლოდ გულწრფელ დამოკიდებულებაში ხედავენ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები