პოლიტიკა

პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს

27.12.21 18:00


პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

 

პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს.

 

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები