პოლიტიკა

ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას - ირაკლი ღარიბაშვილი

28.12.21 10:45


„ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა მათი ხელფასები, რაც პრობლემაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი.

 

„ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა მათი ხელფასები, რაც პრობლემაა. ჩვენ გავზარდეთ პენსიები. პენსია გახდება 270 ლარი მინიმუმ. 2022-ში იქნება 300 და 330 ლარი.

ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი გაეზრდება, მათ შორის, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს, ექიმებს და გვინდა, რომ ეს პროცესი შევინარჩუნოთ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. ჩემი დავალებით ვმუშაობთ ამ გეგმაზე და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები