პოლიტიკა
28.12.21 11:30
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც აზრის გამოთქმისას „ზომიერების კრიტერიუმის“ დარღვევისთვის მოსამართლის დისციპლინურ დასჯას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ისინი დოკუმენტის დაჩქარებულ ვადაში განხილვას ითხოვენ.
დოკუმენტის ბარათის თანახმად, ცვლილება 11-პუნქტიანია და მათ შორის, ითვალისიწნებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად,მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადის 2 წლამდე გაზრდა.
რაც შეეხება დისციპლინურ ნაწილს, განმარტებითი ბარათის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ერთის მხრივ, მცირდება საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი, ხოლო მეორეს მხრივ, იზრდება დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა.
კერძოდ:
„6. მცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი (კერძოდ, ამ კვორუმის ცვლილება გამოიხატება შესაბამისი გადაწყვეტილებების, საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში), რაც გაზრდის დისციპლინური სამართალწამოების პროცედურის ეფექტიანობას. ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DHR) ადამიანის უფლებათა დირექტორატის (DGI) მოსაზრება (დასკვნა), სადაც ნათქვამია: „დისციპლინური სამართალწარმოების ინიცირებისათვის ასეთი კვალიფიციური უმრავლესობის [საბჭოს 2/3-ის უმრავლესობის] დადგენა ქმნის სერიოზულ საფრთხეს იმისა, რომ ძალზე ბევრი საჩივარი დარჩება რეაგირების გარეშე ასეთ ადრეულ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს შესაძლო შიდაკორპორატიული მიდგომის გავლენით. უბრალო უმრავლესობა საკმარისი უნდა იყოს აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. და კიდევ, […] იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა იგივე 2/3-ით წყვეტს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს, ხოლო […] იგივე კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.
მსგავსი ხმათა უმრავლესობა არის საკმაოდ მაღალი დანაწესი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს კანონპროექტის მე-7 მუხლის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, და თუ არ შეაჩერა, შეანელებს მაინც დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტური განვითარების მთლიან პროცესს. იუსტიციის უმაღესი საბჭოს ახალი როლის გათვალისწინებით დისციპლინური სამართაწარმოების ინიცირებასთან მიმართებაში და დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ზემოხსნებულ საკითხებზე უნდა გადაწყდეს ხმათა უბრალო უმრავლესობით“. 2 „ქმედითი დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის დანერგვის მიზნით, იუსტიციის საბჭო დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უბრალო უმრავლესობით უნდა იღებდეს. 3 “ „იუსტიციის საბჭოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოების ყველა საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დაწესებული ხმათა 2/3-ის უმრავლესობა ზედმეტად მაღალი მოთხოვნაა. დისციპლინური სამართალწარმოების უფრო ქმედითი სისტემის დასამკვიდრებლად, საჭიროა, ეს მოთხოვნა შეიცვალოს უბრალო უმრავლესობით.“
7. მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ისეთი სახეები, რომლებიც ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაშიც გვხვდება (მაგალითად, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი); კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვალება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, რადგან მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს,“.
ამასთანავე, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24