ანალიტიკა

სომეხი ნაციონალისტები, „სახმელეთო  გიბრალტარი“ და საქართველო

28.12.21 17:40


ქალაქ ყარსს აღმოსავლეთ თურქეთში XIX საუკუნეში „სახმელეთო გიბრალტარი“ ერქვა. სახელი და ანალოგია შემთხვევითი არ არის. ისევე, როგორც პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ წვერზე მდებარე გიბრალტარის კლდეს ჰქონდა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც აკონტროლებდა საზღვაო გზას ატლანტის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ასევე ყარსი უზარმაზარი  ისტორიული  მნიშვნელობის მატარებელი იყო ევროპიდან და შავი ზღვის აუზიდან კასპიისა და შუა აზიისკენ მიმავალ გზაზე.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ოსმალეთ-სეფიანთა პირველი ომის შემდეგ, 1555 წლის ამასიის ზავის თანახმად, ყარსი და მისი შემოგარენი ნეიტრალურად გამოცხადდა და ყარსის ციხე უნდა დანგრეულიყო. 1578 წელს ოსმალეთის მიერ ამ ციხის აღდგენა საფუძვლად დაედო ოსმალეთ-სეფიანთ ომების ახალ სერიას. შედეგად, ყარსი დარჩა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და იქცა მის "აღმოსავლეთ კარიბჭედ".

 

რაც შეეხება უფრო ადრეულ პერიოდს, მცოდნე ადამიანს ღიმილს გვრის სომეხი ფალსიფიკატორების ზღაპრები ცალკეული „სომხური სამეფოების“ შესახებ. და ყარსის შესახებ, როგორც ერთ-ერთი მათგანის „დედაქალაქისა“. მაშინ სომხებს არ ჰქონდათ სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა და ვერავინ მისცემდა მათ სრულ კონტროლს ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტზე. მაშასადამე  „ყარსის სომხური სამეფო“, „სომხური ყარსი“ და სხვა ფანტაზიები მხოლოდ სომეხი ისტორიკოსების მითოლოგიზირებულ თხზულებებში არსებობს - სხვა ხალხების არცერთ ისტორიულ დოკუმენტში ეს არ არის დაფიქსირებული.

 

დიდი ხნის განმავლობაში ყარსს (რომლის სახელიც ქართულიდან ითარგმნება როგორც „კარები“) საქართველო აკონტროლებდა და ეს იყო ქართული სახელმწიფოს ძლიერების „ინდიკატორი“ მე-12-14 საუკუნეებში. როდესაც იგი ერთიანი და ძლიერი იყო, ყარსს იმორჩილებდა,  საქართველოს დასუსტებამ და დაშლამ კი ყარსზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ყარსში არსებობდა მართლმადიდებლური ქართული ეპარქია, იქ ჯერაც შემორჩენილია ქართული ეკლესიის ნაშთები და ქართული წარწერები. ქართული ეკლესიების რაოდენობა ყარსში, ისევე როგორც მეზობელ ანიში (მიტოვებული დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ) აშკარად უფრო მეტი იყო, მაგრამ ყარსში და მის შემოგარენში ბევრი მათგანი მიითვისეს სომეხმა ჩამოსახლებულებმა და „სომხურად“ გადააკეთეს.

 

რუსეთის იმპერიის სამხრეთ კავკასიაში შესვლისთანავე ყარსი იქცა მის ერთ-ერთ მთავარ „სტრატეგიულ მიზნად“ ოსმალეთის იმპერიასთან დაპირისპირებაში.

რუსული ჯარები არაერთხელ შეიჭრნენ და დაიპყრეს იგი, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულებების შედეგად დააბრუნეს. მხოლოდ 1877-78 წლების ომის შემდეგ, ყარსი რუსეთს დარჩა . სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებისამებრ, ყარსის, ბათუმისა და მათი შემოგარენის მუსლიმ მოსახლეობას სამი წელი მიეცა მოსაფიქრებლად: ან დარჩენილიყო და რუსეთის მოქალაქეობა მიეღო ან დაეტოვებინა ან გაეყიდა მიწები, უძრავი ქონება და გადასულიყო თურქეთის ტერიტორიაზე. ბუნებრივია, სომეხი პროვოკატორები, რომლებიც ომის დროს აწყობდნენ მუსლიმებზე თავდასხმებს, აჯანყებულებს და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებს ამ ომის შემდგომ პერიოდში, ყველაფერს აკეთებდნენ ძირძველი ხალხის „გადასახლებისთვის“.

 

სწორედ ასე დაიცალა პირველად აჭარა. ყარსში ასევე მუსლიმი მოსახლეობის გადინება მოხდა  და მათ ადგილს იკავებდნენ ოსმალეთის იმპერიიდან სომეხი ჩამოსახლებულები. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების აშკარა პატრონაჟით მიმდინარე ფაქტიური ეთნიკური წმენდის მიუხედავად, ყარსის რეგიონის „გასომხება“ მაინც ვერ მოხერხდა. სომხები მასში მოსახლეობის მაქსიმუმ 20%-ს შეადგენდნენ.

 

ყარსი უნდა ქცეულიყო სომხური "ზესახელმწიფოებრივი" გეგმების კრახის სიმბოლოდ, როდესაც ქალაქი საბოლოოდ დაუბრუნდა თურქეთს 1921 წლის მოსკოვისა და ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულებების თანახმად. შემდგომში, ყარსი დიდი ხნით "მოისროლეს" ჯერ სსრკ-სა და ნატოს დაპირისპირების, შემდეგ კი სომხეთ-თურქეთის საზღვრის გადაკეტვის გამო.

 

ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა საქართველოში ტრანზიტის განვითარებით და განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით. ქალაქი კვლავ იძენს "საკვანძო" მნიშვნელობას, მაგრამ არა როგორც სამხედრო ციხესიმაგრე, არამედ როგორც მთავარი სატრანზიტო წერტილი ევროპიდან კასპიის აუზის ქვეყნებისა და შემდგომ აზიის ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. ზანგეზურის დერეფნისა და სხვა მარშრუტების გახსნა მხოლოდ გააძლიერებს ყარსის სტრატეგიულ მნიშვნელობას და წაახალისებს მთელი აღმოსავლეთ თურქეთის ეკონომიკის განვითარებას.

 

ამ მხრივ გასაგები ხდება სომეხი ნაციონალისტების განახლებული ინტერესი ყარსის და აღმოსავლეთ თურქეთის მიწების მიმართ. „არცახის მიაცუმის“ ნგრევამ და ომში დამარცხებამ რამდენადმე დააშოშმინა სომეხი „სტრატეგიების“ აურზაური და მათი ყოფილი მისწრაფებები უბრალოდ „აეღოთ და შემოეერთებინათ“ (რა თქმა უნდა სხვისი ხელით) თურქული მიწები, რომლებსაც ისინი „დიდი სომხეთის“ საკუთრებად თვლიან. გადაწყდა დროებით უფრო მზაკვრულ გეგმებზე გადასვლა. კერძოდ, ესარგებლათ საზღვრების გახსნით და დაეწყოთ „მცოცავი ექსპანსია“, პირველ რიგში ეკონომიკური „საპრეტენზიო ტერიტორიაზე“.

 

ამას ძალიან საინტერესოდ განიხილავს ცნობილი სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, სადაც თითქმის პირდაპირ საუბრობს ამგვარ გაფართოებაზე:

 

 

ამრიგად, ყველაზე "შორსმჭვრეტელი" სომეხი ლიდერები "გზადაგზა" ცვლიან თავიანთ სტრატეგიებს ახალი რეალობიდან გამომდინარე. „ალყაში მოქცეული ციხის“ პოლიტიკა  სრულიად წამგებიანი და დამღუპველი აღმოჩნდა თვით სომხური ეთნოსისთვის და უბედურებისა და ტანჯვის გარდა არაფერი მოუტანა როგორც სომხებს, ისე სხვა ხალხებს.

 

 საზღვრების გახსნა სომხურ ლობს შესაძლებლობას აძლევს  მიმართონ განსხვავებულ ტაქტიკას, რასაც სხვათა შორის მანამდეც  წარმატებით მიმართავდნენ, გაზარდეს თავიანთი გავლენა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებში პირველ მსოფლიო ომამდე, სანამ  საბოლოო არჩევანს გააკეთებდნენ სამხედრო-ტერორისტული თავგადასავლების სასარგებლოდ.

 

ამ ტაქტიკაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაზე „დაუცველი“ ქვეყანა საქართველოა. მართლაც, თავად თურქეთს აქვს საკუთარი მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ფინანსური პოტენციალი. მას შეუძლია სომხეთის კაპიტალი შემოუშვას, მაგრამ ძნელად თუ მისცემს უფლებას აღმოსავლეთ თურქეთს მანიპულირება მოახდინოს საკუთარი პროექტებით სომხური ნაციონალისტური ინტერესების შესაბამისად. საქართველოსთვის კი, იმის გათვალისწინებით, რომ სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტულად განწყობილი სომხური თემი სახლობს, სომხური მანიპულაციები და „ეკონომიკური ექსპანსია სატრანზიტო მარშრუტებზე“ შეიძლება საშიში იყოს.

 

დღეს ხომ სომხური ლობი სწორედ  იგივე საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობით მანიპულირებს საქართველოსა და რუსეთს შორის, თრგუნავს რა ამ თანამშრომლობის კონსტრუქციულად დაკავშირების მცდელობებს საქართველოსა და თურქეთს შორის ქართული ინტერესების შესაბამისად.

 

იგივე შეიძლება მოხდეს აღმოსავლეთ თურქეთში საზღვრების გახსნისა და საინვესტიციო პროექტების სწრაფი განვითარების შემთხვევაშიც. ამჯერად სომხურ წრეებს შეუძლიათ „თურქული მხრიდან“ ჩაერიონ საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. მეტიც, ამისთვის ჰყავთ თანაშემწეები ქართველი „პატრიოტებიდან“, რომლებსაც სომეხი „მეგობრები“ „თურქულ საფრთხეს“ უხატავენ, სადაც რეალურად მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციებია, მაგრამ სომხების მონაწილეობის გარეშე.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები