პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: იმ ზღვარზე, იმ ვითარებაში ვართ, როცა დავარცხნილი საუბარი არ გამოდის

29.12.21 15:00


ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს მიმართა კითხვით, რას აპირებს ის სახელმწიფო ინსპექტორის  თანამშრომლების დასაცავად.

 

„რას აპირებთ გააკეთოთ იმისთვის, რომ სუსმა ვერ მოახერხოს გადაიბიროს სახელმწიფო ინსპექტორის ის თანამშრომლები, რომლებიც ლონდა თოლორაიასთან დგანან ახლა ამ მტკიცე პოზიციაზე?

 

გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე წუთში, რას აპირებთ ამის გასაკეთებლად.

 

თუ ამას გააკეთებთ, თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენ იქნებით პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა სხვა შემთხვევაში იქნებით პარტიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში და მეტი არაფერი. მე ამას თქვენ არ გისურვებთ, მაპატიეთ ამ ტონისთვის, მაგრამ იმ ზღვარზე ვართ, იმ ვითარებაში ვართ, როცა  დავარცხნილი საუბარი არ გამოდის. არც ჩემი და არც თქვენი სიმართლე არ გვინდა აქ, გვინდა საქართველოს სიმართლე და მისი სიმართლე დღეს იმას მოითხოვს, რომ გადავდოთ პარტიული ინტერესი, როცა ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესს. სხვა ინტერესი არ უნდა გვქონდეს არავის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები