პოლიტიკა
30.12.21 15:30
სისულელეა - რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, რომლის თანახმადაც „სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში“.
მისივე თქმით, ნიკა მელიას აღნიშნული განცხადება აბსურდია.
„სისულელეებია. აბსურდულ განცხადებებს სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო.
რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული“, - განმარტავს კალაძე.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას, რომ საპროტესტო აქციები დაიწყონ, რითიც გავლენას მოახდენენ სამართლებრივ საქმეზე, კალაძე განმარტავს, რომ აქციები სამართლებრივ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.
„რაც შეეხება აქციებს და პროტესტს, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს, ან ჯგუფს, შესაძლებლობა აქვს საკუთარი მოსაზრება გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. სამართლებრივ საქმეზე როგორ უნდა იქონიოს გავლენა? ადამიანს კონკრეტულ დანაშაულზე და საქმეებზე მისჯილი აქვს. პარარელურად გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეზე“,- აღნიშნავს კალაძე.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაეწერა და როგორც პატიმარი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განცხადება. ის გორის ჰოსპიტლიდან გაწერეს და როგორც პატიმარი, გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში. გორის ჰოსპიტლიდან პატიმარი სააკაშვილი გაწერეს, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, შესაბამისად, დაბრუნდა დაწესებულებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24