პოლიტიკა
30.12.21 16:40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დუბაიში მიმდინარე „ექსპო 2020“-ის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა კომპანია DP World-თან, რომელიც ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მუშაობს. ნათია თურნავას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ლოგისტიკური განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოტენციალს და ამასთანავე, კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
„DP World – ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სატერმინალო-საპორტო მომსახურების, ტვირთების გადაზიდვის და ლოგისტიკის კუთხით. ჩვენ მათ გავაცანით, თუ რა განვითარებაა საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით და ასევე ვესაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. DP World-მა ძალიან კარგად იცის ჩვენი შავი ზღვისპირეთი, იცის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეგიონში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის შემადგენელ ნაწილს, როგორც ლოგისტიკურ პლატფორმას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან შეხვედრისას ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვალავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნეს-მიმზიდველობას.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, DP World მაღალი რეპუტაციის გლობალური, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორი კომპანიაა. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მართავს 82 საზღვაო ტერმინალს, რომლებიც წელიწადში საშუალოდ 70 მილიონამდე კონტეინერს ამუშავებენ. კომპანია ასევე ახორციელებს ლოგისტიკური და საზღვაო სერვისების მიწოდებას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ოპერირებას. 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 8,5 მლრდ აშშ დოლარი იყო.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიაც, ისევე, როგორც სხვა პოტენციური ინვესტორები, დაინტერესდება ანაკლიაში შემოსვლით“, – აღნიშნა თურნავამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24