პოლიტიკა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა

30.12.21 17:20


81 მომხრე და 11 წინააღმდეგი - პარლამენტმა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნის შესახებ ცვლილებათა პაკეტს, მეორე მოსმენით, კენჭი უყარა. პროექტი, დღესვე, მესამე მოსმენით დამტკიცდება.

 

კანონპროექტი მეორე მოსმენით ისე განიხილეს, რომ დეპუტატებს კითხვა არ დაუსვამთ, თუმცა ოპოზიციის პოზიცია ცნობილია. ისინი საკითხის განხილვის გადავადებას ითხოვენ.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა, მმართველი გუნდისგან გარანტიები მიიღეს. ორი ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ, ისინი კონკურსის გარეშე შეძლებენ დასაქმებას.

 

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. სპეკულაციების საპასუხოდ, პროექტში, მმართველმა გუნდმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე სპეციალური ჩანაწერი გააკეთა. გაიწერა, რომ პირველი მარტიდან, ისინი მუშაობას გააგრძელებენ და საკუთარი სურვილის მიხედვით გადანაწილდებიან ორ ახალ უწყებაში. დაზუსტების ინიციატივა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები