პოლიტიკა

„შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს!“ - გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

31.12.21 11:00


პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას „ტვიტერით“ ეხმაურება. 

 

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამით საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ სახელმწიფო მოხელეებს და დაუცველს ხდის მოქალაქეებს. 

 

„საქართველოს მთავრობამ ახლახან გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რითაც ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დაუცველად ტოვებს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ.

 

შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს გაწეული შრომისთვის“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები