პოლიტიკა

ნათია თურნავა: პირდაპირ მითითება გვაქვს პრემიერისგან, რომ მომავალი წელი რეალურად იყოს სრულფასოვანი აღდგენის და განვითარების წელი

31.12.21 11:15


მუდმივად ძიების პროცესში ვართ და ახალი პროექტები და ინიციატივები შემოდის. პირდაპირ მითითება გვაქვს პრემიერისგან, რომ მომავალი წელი რეალურად იყოს როგორც ჩვენ ვვარაუდობთ სრულფასოვანი აღდგენის და განვითარების წელი, უნდა აღინიშნოს ახალი ინიციატივებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის “ ეთერში განაცხადა.

 

„პანდემიამ თავისი დიდი მნიშვნელოვანი პრობლემა მოიტანა და ეს ასეა და ამაზე ვერავინ დავობს. რა თქმა უნდა, ის სირთულეები და გამოწვევები, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებით გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე უშუალოდ პანდემიით გამოწვეული მოკლევადიანი ეფექტი. ინფლაცია არის პანდემიით გამოწვეული და მალე ჩაქრება, მაგრამ სიღარიბე ეს არის ისეთი სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ქვეყნები წლების განმავლობაში ებრძვიან და განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არსებობს სიღარიბის ფენომენი. ეს ნამდვილად არ აიხსნება პანდემიით, ეს არის სისტემური პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავხვეწოთ ჩვენი პოლიტიკა, რაღაცა გამოგვდის, რაღაცა ალბათ, არ გამოგვდის და შეცდომებიც ხდება ხოლმე. შეცდომებს არ უშვებს მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. მზად ვართ ყოველთვის, რომ ვაღიაროთ რაც არასწორად გაკეთდა ან შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, ამიტომაც, მუდმივად იცვლება ჩვენი მიდგომები.

 

ძალიან ბევრი ახალი ინიციატივაა, მათ შორის ადამიანების ყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. ხედავთ, რომ წლის ბოლოს რამდენიმე ახალი ინიციატივა გაჟღერდა. ჩვენთან ეს არის ახალი საინიციატივო შეთავაზება. ერთ-ერთი გამოწვევა არის ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა. გარკვეული პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, მაგრამ საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენი განხორციელებული პოლიტიკა თუ იყო პასიური და ინვესტორები აქეთ მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ რა პროექტში შეიძლება ჩავდოთ ფული და მერე ვთავაზობდით გარკვეულ შეთავაზებას, ახალ ვცვლით და ეს იქნება აგრესიული, პროაქტიური მიდგომა, როდესაც აქეთ ვავითარებთ და ვეძებთ ინვესტორებს სხვა ქვეყანაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები