ანალიტიკა

სომხები პრეტენზიას აცხადებენ მიწაზე, რომელზეც წმინდა სამება - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარია აგებული

03.01.22 10:20


ბოლო დროს სომხურ ნაციონალისტურ წრეებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თითქმის მთელი თბილისი სომხებმა ააშენეს და ასობით ქართული ეკლესია თითქოს  „სომხურია“. მაგრამ პრეტენზიების საკვანძო მომენტად შეიძლება ჩაითვალოს განცხადება, რომ თბილისის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკათედრო ტაძარი - წმინდა სამების ტაძარი (წმინდა სამება ან სამება) თითქოს „სომხური ეკლესიისა და სომხური სასაფლაოს-ხოჯივანკის" ადგილზე დგას, ანუ ე.წ. „სომხეთის მიწაზე“...

 

ამის შესახებ ვიდეოც კი გადაიღეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება:

 

 

ვიდეოში ქართული გვარის მქონე ადამიანი ქართულად ყვება ამბავს, ალბათ იმიტომ, რომ ქართველებმა იგრძნონ თავიანთი „დანაშაული მრავალტანჯული სომეხი ხალხის წინაშე“. მაგრამ ვიდეოჩანაწერის არსი აშკარად ანტიქართულია.

 

სინამდვილეში წმინდა სამების ტაძარი წმინდა ელიას მთაზე (ანუ გორაზე)  აღმართეს. თავად ადგილის სახელწოდება იმაზე მეტყველებს, რომ იგი თავდაპირველად წმინდა იყო ქართველებისთვის და ისტორიულად იქ არ შეიძლებოდა სომხური ეკლესიები ან სომხური სასაფლაოები ყოფილიყო. დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში სომეხ ჩამოსახლებულებზე, როგორც ერეტიკოსებზე, მიწას უბრალოდ არ ყიდდნენ, რომ მათ ეკლესიები არ აეშენებინათ.

 

მხოლოდ შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობების შემდეგ და მასთან მეტად დაახლოებული  როსტომ ხანის (ქართლის მეფე 1633-1658 წლებში და კახეთის მეფე 1648-1656 წლებში) მმართველობისას, რომელიც თავდაპირველად გვარდიის უფროსი იყო, შემდეგ კი მმართველი ახალი სეფიანთა დედაქალაქის, ისპაჰანისა, შეიცვალა ეს პოლიტიკა.

 

როსტომ ხანი არა იმდენად საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა, რამდენადაც მთელი სეფავიდების იმპერიისას, რომელშიც სომხებმა შაჰ-აბასის დროს მიიღეს უბრალოდ წარმოუდგენელი პრივილეგიები, კერძოდ, მონოპოლია აბრეშუმის ზემომგებიან ვაჭრობასთან დაკავშირებით. შაჰ-აბასმა და როსტომ ხანმა ასევე წაახალისეს სომხების გადასახლება თავიანთი იმპერიის ახალ დედაქალაქში და ისპაჰანის სომხური კვარტალი დღესაც კი  აოცებს ტურისტებს თავისი სიმდიდრით და ბრწყინვალე სომხური ტაძრით.

 

შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილიშვილის სეფი შაჰის მფარველობის ქვეშ, როსტომ ხანი გახდა პირველი მაჰმადიანი მეფე საქართველოს ტახტზე, სადაც მან განაგრძო სომხების მფარველობა, ხელი შეუწყო მათ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩამოსახლებას (როგორც მან ეს მანამდე გააკეთა ისპაჰანში)...

 

საეჭვოა, რომ ქართველი პატრიოტებისთვის "შაჰ-აბასის აღთქმებს" რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა და ძნელად თუ დაიჯერებენ იმას, რომ შაჰ-აბასი "სიკეთეს" სჩადიოდა საქართველოსთვის. სწორედ რომ შაჰ-აბასის „სომეხთმოყვარული“ პოლიტიკის საფუძველზე გამოთქვამენ სომეხი ნაციონალისტები  პრეტენზიებს ქართულ მიწებზე. მაგრამ ეს პოლიტიკა რეალურად სწრაფად შეიცვალა. მეფე როსტომის შემდეგ კვლავ დიდი ხნის განმავლობაში სომხების მიწათმფლობელობა საქართველოში შეზღუდული იყო.

 

სომხობამ სწრაფად გავრცელება დაიწყო მხოლოდ რუსეთის იმპერიის დროს. ანუ, როსტომ ხანის გადაწყვეტილებები არის ქართველი მეფის პროსომხური გადაწყვეტილების „ერთჯერადი პრეცედენტი“, უფრო მეტიც, გარედან თვალმოხვეული იმავე შაჰ-აბასისა და მისი შვილიშვილის მიერ. მაგრამ სომხურმა პრეტენდენტებმა ქართულ მიწებსა და სალოცავებზე აიტაცეს შაჰ-აბასისა და როსტომის გადაწყვეტილებები, რათა „განემტკიცებინათ თავიანთი უფლებები“ ქართულ მიწებზე დამოუკიდებელ საქართველოში. როდიდან იქცა შაჰ-აბასის პოლიტიკა საქართველოსთვის „მოდელად“?

 

სასაფლაოს ისტორია და მისი განადგურების დროს „ქართველთა ბარბაროსობა“ აღწერილია ჰაიაზგ ფონდის სომხურ ვებგვერდზე. გთავაზობთ „საინტერესო“ ნაწყვეტებს ხოჯივანქისადმი მიძღვნილი სტატიიდან:

 

„სასაფლაო მოეწყო იმ მიწებზე, რომლებიც შაჰ-აბასმა ბებუთ-ბეკს (ბებუტოვების სომხური ოჯახის წარმომადგენელს) უბოძა 1612 წელს. ბებუთ-ბეკის ძემ, ქართველი მეფის როსტომის ხაზინადარმა ასლან მელიქ-ბებუთმა გააფართოვა სასაფლაოს თავდაპირველი ტერიტორია, მოაწყო წყალმომარაგების სისტემა, დარგო ხეები და 1655 წელს ააგო სურბ ასტვაწაწინის ეკლესია. სახელწოდება ხოჯივანქი ასოცირდება ხოჯა ბებუთის (დიდი ბებუტის) სახელთან...

 

დროთა განმავლობაში ეკლესიის ირგვლივ გაშლილი სასაფლაო საგვარეულოს ფარგლებს გასცდა და იქცა ყველაზე დიდ, ცნობილ და მდიდარ - ტიფლისის მთავარ სომხურ სასაფლაოდ. თბილისელი ძველ სომეხ მკვიდრთა გადმოცემით - ქალაქის ამ თავისებური მემატიანეებისა -  ეს იყო ნამდვილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც სომხური კულტურის გამორჩეულ პიროვნებებთან და კლასიკოსებთან ერთად, უკანასკნელი სავანე ჰპოვეს სრულიად უბრალო ადამიანებმა. უთვალავ საფლავის ქვებზე დიდი და პატარა ეპიგრაფიკული წარწერებიდან, ქვებზე ამოკვეთილი გამოსახულებებიდან და ორნამენტებიდან, შეიძლებოდა სხვადასხვა ინფორმაციის მიღება ძველი ტფილისის, მისი სომეხი მკვიდრების, გვარების, ოჯახების, მათი საქმიანობისა და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.

 

1899 წელს სასაფლაო შემოღობილი იყო მასიური კედლით, იმ დროისთვის იგი იქცა ყველაზე დიდ სომხურ სასაფლაოდ ტფილისში. სამარხების რაოდენობამ მის განადგურებამდე პერიოდში შეადგინა 90000-ზე მეტი ...

 

1934 წლიდან, ცნობილი ლავრენტი ბერიას ბრძანების შემდეგ, სასაფლაოს აქტიური ნგრევა დაიწყო; ააფეთქეს სასაფლაოზე მდებარე სომხური მონასტრის ხოჯივანქის შენობები, განადგურდა ყველა სამლოცველო და საძვალე (თბილისის განვითარებისა და მშენებლობის ისტორიაში მიძღვნილ ნაშრომში მითითებულია, რომ ეკლესია დაინგრა „ქალაქის აღდგენის“ გეგმა). საფლავები მიწასთან გაასწორეს; ჭეშმარიტად სამუზეუმო ღირებულების უნიკალური საფლავის ქვები, მათ შორის ბებუტოვების სომეხი სამთავროს სამარხის ქვები, საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქართველებმა გამოიყენეს სამშენებლო მასალად კედლების, კიბეების, კედლის ღობეებისთვის და ა.შ.. სამარხების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო გადარჩენა ნეშტის სხვა (ძირითადად პეტრესა და პავლეს) სასაფლაოებზე გადატანით. კერძოდ, გადარჩენილ იქნა ო.თუმანიანის საფლავის ქვა და რაფის ობელისკი ....

 

მემორიალური სასაფლაოსა და ეკლესიის უმეტესი ნაწილი დაინგრა 1937 წელს, დანარჩენი სასაფლაოს ნგრევა გაგრძელდა 1995-2004 წლებში თბილისში სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დროს (წმინდა სამება). შედეგად, სასაფლაოს ადგილზე თბილისის მეგობრობის საქალაქო პარკი გამოჩნდა.

 

მხატვარ გიგო შარბაბჩიანისა და არქიტექტორ რუბენ აღაბაბის ძალისხმევით გადარჩა რამდენიმე საფლავი, რომლებიც გადაიტანეს რაფის საფლავთან. და მხოლოდ 1962 წლის 17 მარტს, ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე შეგროვებული საფლავის ქვებიდან და ფერფლიდან, ამ ადგილას სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პანთეონი გაიხსნა. 2002 წლის 9 ნოემბერს გაიხსნა ხოჯივანქის პანთეონის ამჟამინდელი ტერიტორია ...»

 

დღეს სომეხი ისტორიკოსები კვლავ გამუდმებით ამტკიცებენ, რომ თბილისი სომხების მიმართ „უსამართლოდ იქცეოდა“ და თითქოს „მათ“ ​​მიწაზე ააშენა სამების საკათედრო ტაძარი. რა არის ამის მიზეზი?

 

დასაწყისისთვის, ყველაზე შორსმჭვრეტელი სომეხი პოლიტიკოსები მხოლოდ ახლა აცნობიერებენ, რომ „გენოციდის აღიარების“ მოთხოვნით და მათთვის კომპენსაციის გადახდით, როგორც გენოციდის მსხვერპლთა „შთამომავლები“, თურქეთისგან ვერაფერს მიიღებენ. ეგრეთ წოდებული „გენოციდის“ მთელი ისტორია თავიდან ბოლომდე სომხური ნაციონალისტური მითია. თუმცა, აქ სხვა შესაძლებლობა იკვეთება. თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ფარგლებში სომეხ ნაციონალისტებს სურთ მოითხოვონ რესტიტუცია, ანუ ქონების, მიწის, უძრავი ქონების და სხვა მსგავსი წინა მფლობელებისთვის დაბრუნება. აქ კი ფართო სამოქმედო ასპარეზი იშლება და არა მარტო თურქეთში.

 

ოსმალეთის იმპერიის ყველა დიდ ქალაქში, სტამბოლიდან აღმოსავლეთ თურქეთის ყველაზე უმნიშვნელო ქალაქებამდე, საუკეთესო მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ოდესღაც მდიდარ სომხებს ეკუთვნოდათ, რომელიც, ხან მოტყუებით, ხანაც კორუფციული კავშირებით თუ სხვა გზით იყიდეს ან მიითვისეს სხვა ხალხების წარმომადგენელთა კუთვნილი მიწა.

 

მაგრამ თუკი ოსმალეთის იმპერიაშიც კი ხელისუფლება ცდილობდა აღეკვეთა თითქმის მთელი მიწის უკონტროლო გადაცემა ახალგამომტყვრალ მდიდარ სომეხთა ხელში და ქონების შეძენის მრავალი ფაქტი შეიძლება სადავო იყოს, მაშინ რუსეთის იმპერიაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. კავკასიის მეფისნაცვლის კარზე, განსაკუთრებით მის ცენტრში - ტფილისში, რუსეთის ადმინისტრაცია კორუფციულად დამოკიდებული გახდა სომხურ სავაჭრო და ფინანსურ საქმოსნებზე.

ამიტომ, სომხების მიერ მიწების ყიდვისა და წართმევის პროცესმა, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, კოლოსალური მასშტაბები შეიძინა.განსაკუთრებული კორუფციით გამოირჩეოდა სომეხი ჩამოსახლების მიერ უცხო ქვეყნების ეკლესიების მიწებისა და სასაფლაოების მიწების მითვისების პროცესი.

 

დღეს ქართველებს სომხების წინაშე „ისტორიული დანაშაულის“ განცდას უნერგავენ და არწმუნებენ, რომ მთელი ტერიტორია, რომელზეც სამების ტაძარი მდებარეობს, „იმთავითვე სომხურია“. ეს სრული სიცრუეა. თუ სადმე როსტომ ხანის მეფობის დროს იყო მცირე ნაკვეთი გამოყოფილი მასთნ დაახლოებულ სომეხზე, იმის გათალისწინებით თუ რამდენჯერ დაანგრიეს, გადაწვეს და  აღადგინეს თბილისი - სომხურ თემს ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული უფლებები არ გააჩნდა. რომ აღარაფერი ვთქვათ უზარმაზარ სომხურ სასაფლაოზე, რომელიც აქ მხოლოდ რუსეთის იმპერიის წლებში გაჩნდა.

 

მე-17-18 საუკუნეებში თავად თბილისი მოსახლეობის მხრივ შედარებით პატარა ქალაქი იყო და სომხებიც აქ უმცირესობას წარმოადგენდნენ. მხოლოდ თბილისის რუსეთის იმპერიაში შესვლით, მას შემდეგ რაც მდიდარმა სომხებმა შეაღწიეს საკრებულოში და დაიწყო „სომხების ჩამოსახლების "ბუმი" თბილისში, აქ ყველაფრის სადავეები ხელთ იგდეს  სომხებმა და დაიწყო ჩამოსახლებულების მიერ ქართული მიწების წართმევა. თანაც არა მარტო სასაფლაოებისა და ეკლესიების მიწებისა, არამედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების და საკარმიდამო  ნაკვეთებისა.

 

შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის თბილისში სომხების მიერ „მითვისებული“ მიწა პრაქტიკულად არ არსებობდა. მიწადაკარგულმა ქართველებმა შეავსეს ღარიბთა რიგები, რომელთაც თბილისი უკვე ვეღარ იტევდა,  რადგან სომხეთის ქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა თანატომელების დამატებითი შემოდინებისთვის პირობების შესაქმნელად და პრინციპში, არავითარ შესაძლებლობას არ აძლევდა ქართველ მეწარმეებს ან ზოგადად ქართველებს  თავიანთ ისტორიულ დედაქალაქში რეალიზებისა.

 

ცხადია, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში აღნიშნული სასაფლაოების დანგრევა უარყოფითი მოვლენაა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ხდებოდა მთელ სსრკ-ში და საქართველოში გაჩანაგდა არა მარტო სომხური საფლავები, არამედ წმინდა ქართული სასაფლაოებიც.  თბილისში ვითომ "სომხური" სასაფლაოები იმთავითვე ქართული იყო და აქ  მასობრივად  სომხური საფლავები რუსეთის იმპერიის დროს მცხოვრები და გარდაცვლილი სომეხი ჩამოსახლებულების ხარჯზე გაჩნდა. თბილისში ნაკლები ცოცხალი ქართველი იყო და შესაბამისად, ნაკლები გარდაცვლილიც. ხოლო „ხოჯივანქის მონასტერი“ დაარსდა უძველესი ქართული ეკლესიის საძირკველზე და ეგრეთ წოდებული „ხოჯივანქის სომხური სასაფლაო“ ფაქტობრივად ძველი ქართული სასაფლაოა, ისევე როგორც თბილისის სხვა სასაფლაოები მითვისებული სომეხი ჩამოსახლებულების მიერ.

 

ასეა თუ ისე, როცა საქართველოში თბილისის ცენტრში საკათედრო ტაძრის აშენება გადაწყდა, თითქმის შეუძლებელი იყო ისეთი მიწის ნაკვეთის პოვნა, რომელიც რუსეთის იმპერიის დროს სომეხ მაგნატებს არ ეკუთვნოდათ. ქართველებისთვის ისტორიულად წმინდა ადგილზე, წმინდა ელიას მთაზე აშენდა ტაძარი, საიდანაც იშლება ხედი ქალაქსა და მის შემოგარენზე. უდავოა, რომ აქ ოდესღაც ძველი ქართული ეკლესია იყო, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი შემოსევის დროს განადგურდა. სწორედ ასეთ ტერიტორიებს ეტანებიან პირველად სომეხი ჩამოსახლებულები.

 

ახლა პროვოკატორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მტრული დავა წამოიწყოს იმ მიწის გარშემო, რომელზეც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მდებარეობს. უფრო მეტიც, სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სომეხი ნაციონალისტების მსგავსი მცდელობები შესაძლოა სულ უფრო და უფრო დაჟინებული გახდეს, რათა შემდეგ ანალოგიურად მოითხოვონ თურქეთის ქალაქებში მიწა.

 

შედეგად, სამების საკათედრო ტაძრისა და მის ქვეშ არსებული მიწის დაცვა პრეტენზიებისგან ძალზე საგულისხმოა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ისინი მოითხოვენ არა მარტო წმინდა სამების საკათედრო ტაძარს და 465 ქართულ ეკლესიას, რომლებზეც პრეტენზიას აყენებენ, არამედ ქართული მიწების უმეტესობას, განსაკუთრებით თბილისსა და მის შემოგარენში.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები