ეკონომიკა

2022 წლის იანვრიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა

03.01.22 12:40


2022 წლის იანვარში საქართველოში პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. დანამატი 20-25 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატი უფრო მაღალია და 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 312 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარს შეადგენს.

 

2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც ინდექსირების წესი განისაზღვრა, რაც იმას გულისხმობს, რომ პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები