მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა

05.01.22 11:00


მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა, -შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.47 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 256 მილიონს შეადგენს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 34 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 58 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 35 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები