მსოფლიო

საპროტესტო აქციების ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა

05.01.22 13:00


ყაზახეთში მთავრობა გადადგა გამთენიისას მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.

 

შესაბამისი ბრძანება ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 5 იანვარს, გამთენიისას გამოსცა.

 

დროებით პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ალიხან სმაილოვი შეასრულებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე. ბრძანების თანახმად ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ მთავრობის ყოფილი წევრები.

 

მთავრობის გადაყენებას წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო აქციები და დაზაბულობა ყაზახეთში, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის ფასის გაზრდას მოყვა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები