პოლიტიკა

რუსეთის დუმის კომიტეტმა აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

13.10.16 18:10


რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

შესაბამისი რეკომენდაციით კომიტეტი სახელმწიფო დუმას მიმართავს.

მოსკოვსა და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს შორის შეთანხმება 2015 წლის ნოემბერში მოეწერა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, ასევე ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ცალკეული ქვედანაყოფი.

ე.წ. ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები