პოლიტიკა

”თავისუფალი დემოკრატები” ყველა რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის რეორგანიზაციას იწყებს

13.10.16 19:10


პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” ყველა რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის რეორგანიზაციას იწყებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობამ მიიღო.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში, ”თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და წევრებმა, დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვეს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები