საზოგადოება

ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა

10.01.22 12:20


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, საქართველოში სულ ლაბორატორიულად დადასტურდა „ომიკრონის“ 816 შემთხვევა.

 

ბოლოს ეს მონაცემი განახლდა 7 იანვარს, მაშინ საქართველოში ომიკრონის – 600 შემთხვევა იყო დადასტურებული.

 

სამედიცინო სფეროს ექსპერტები, მათ შორის NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ამბობენ, რომ რეალურად შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია – „ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 3-4-ზე, რომ დავასახელოთ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი. „ომიკრონის“ გავრცელების მაჩვენებელი რეალურად 3-4-ჯერ მეტია“.

 

საქმე ის არის, რომ კორონავირუსის შტამის დადგენას სჭირდება ან სპეციალური პისიარ ტესტი, ან ლაბორატორიული კვლევა. ყველა შემთხვევას კი ამგვარი კვლევა არ უტარდება.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები