პოლიტიკა

პროკურატურა ყიზილაჯლოში არჩევნების პროცესის ჩაშლისთვის დაკავებულ პირთათვის პატიმრობას ითხოვს

13.10.16 19:20


პროკურატურა, კანონით დადგენილ ვადებში, ყიზილაჯლოში არჩევნების პროცესის ჩაშლისთვის დაკავებულ პირთათვის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა ექვსივე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამანეტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 6 პირის დააკავეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები