პოლიტიკა

ლიტვის საგარეო უწყება – არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ სტაბილური და ძლიერი დემოკრატიისკენ

13.10.16 19:30


“8 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ სტაბილური და ძლიერი დემოკრატიისკენ”,- ეს განცხადება ლიტვის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის ჩატარებას, რომლის დროსაც, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, დემოკრატიული არჩევნების ძირითადი სტანდარტები უზრუნველყოფილი იყო. იმის მიუხედავად, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში გაიმართა, ლიტვა მწუხარებით აღნიშნავს, რომ ძალადობის რამდენიმე ინციდენტი ვერ იქნა თავიდან აცილებული საარჩევნო ოლქებში. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ამ ინციდენტებს და მოუწოდებს კომპეტენტურ ინსტიტუტებს კანონდამრღვევების გამოვლენისა და დასჯისკენ, ასევე მოუწოდებს ყველა კანდიდატსა და პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას.

არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ სტაბილური და ძლიერი დემოკრატიისკენ. აუცილებელია დემოკრატიული პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური კონკურენციის მშვიდ გარემოში არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში და ხმის მიცემის დღეს, ასევე, საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ. ლიტვა აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მჭიდროდ იმუშავებს საქართველოს ახალ და დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან”, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები