ანალიტიკა

აფხაზებს უკვე აღარ სჭირდებათ საკუთარი მიწა - სეპარატიზმის შედეგები.

12.01.22 10:45


იმან, რადაც იქცა ადრე აყვავებული აფხაზეთი სეპარატისტული რეჟიმისა და ოკუპაციის პირობებში და რაც მთავარია, რა ელის მას დღევანდელი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, არ შეიძლება არ გამოიწვიოს შეშფოთება აფხაზების, როგორც ხალხის მომავლის გამო. ჩნდება პარადოქსი - ხალხი, რომელიც სეპარატისტებმა მოძმე ქართველების წინააღმდეგ აამხედრეს მიწის გამო, რომელიც გაფეტიშებულიქნა „სამშობლო მიწად“, თურმე უკვე აღარ არის საჭირო. აფხაზები მას ზოგან უბრალოდ ტოვებენ, ზოგან კი ყიდიან უცხო ტომელებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სეპარატისტული კანონების მიხედვით ეს დაუშვებელია.

 

მაგრამ ყველას ესმის, რომ კანონებს ადგენენ არა სეპარატისტები, არამედ დამპყრობლები. ამ უკანასკნელთ კი უკვე ცხადჰყვეს, რომ ინვესტიციები აფხაზეთში (და რეჟიმის შენარჩუნება) დამოკიდებული იქნება მიწისა და უძრავი ქონების შესყიდვის ნებართვაზე. უფრო მეტიც, მარიონეტი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია უკვე აშკარად ემხრობა მიწის „ინვესტორებისთვის“ მიყიდვას.

 

მოდით, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ ტოვებენ აფხაზები თავიანთ მიწას, ომამდე აყვავებულ ადგილებს. შეგახსენებთ, რომ მეშახტეთა ქალაქი ტყვარჩელი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით უპირატესად აფხაზური ქალაქი გახლდათ.

უფრო მეტიც, საომარი მოქმედებები ამ ქალაქს პირდაპირ არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ქალაქი ტყვარჩელი ფაქტობრივად მიატოვეს აფხაზებმა, რომლებიც ძმათამკვლელ ომში ჩაებნენ და მეზობელი ქართველები განდევნეს, შემდეგ კი მასობრივად დატოვეს ქალაქი და სოხუმში „ნაალაფევს“ მიაშურეს.

 

გთავაზობთ ფრაგმენტებს მასალიდან:  "რუსმა აფხაზეთში ჩამკვდარი მხარე გვაჩვენა" (https://sochi24.tv/rossiyanin-pokazal-umirayushhij-kraj-v-abhazii/):

 

„აფხაზეთის მთების მიდამოებში ასობით მიტოვებული ბინაა, რომლისთვისაც ხალხი ათწლეულების მანძილზე რიგებში იდგა. აქ იგეგმებოდა ნამდვილი მეტროპოლიის აშენება, რომელსაც საცხოვრებლად ყველა პირობა ექნებოდა, მაგრამ ყოფილი სიდიადისაგან აქ ეხლა მხოლოდ დახურული ქვანახშირის მაღაროები და მიტოვებული მანქანებიღა დარჩა. რუსმა გადაწყვიტა ჩასულიყო ქალაქის ყველაზე განაპირა უბანში, ჯანტუხაში. მის მიერ იქ დანახულის შესახებ დაიწერა ბლოგზე „რუსული საიდუმლოებები“ Yandex.Zen-ზე.

 

„ზოგადად, იმის გამო, რომ ჯანტუხა მთაშია, აქ კლიმატი მეტად განსხვავებულია. მაგალითად, მეზობელ ქალაქში ტემპერატურა შეიძლება იყოს +26, აქ კი მხოლოდ +15. ამიტომ სპეციალურად წავიღე თბილი პიჯაკი და სქელი ჩექმები. მაგრამ მოუმზადებელი აღმოვჩნდი წვიმისთვის. პირველი, რაც თქვენს მზერას იპყრობს, არის მიტოვებული მაღალსართულიანი შენობების სიმრავლე. აქ საკმაოდ ნორმალური ვითარებაა, როცა მთელ დიდ სახლში მხოლოდ ერთ ოჯახს შეუძლია იცხოვროს“, - ამბობს ავტორი.

 

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 30 წელზე მეტი ხნის წინ აქ ხალხი ცხოვრობდა. სრულიად განსხვავებული ეროვნებები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად.

 

ჯანტუხა იყო სამთო დასახლებების ქსელის ნაწილი, რომელიც წამოიჭიმა დიდი ქალაქ ტყვარჩელის გარშემო. სახლებისა და მაღაროების ძირითადი მშენებლობა დიდი სამამულო ომის შემდეგ დაიწყო. აქ  ყველა აუცილებელი პირობა იყო კარგი ცხოვრებისთვის: სასტუმრო, სკოლა, საავადმყოფო, რესტორანი, პატარა ბაზარი და კინოთეატრიც კი.

 

80-იანი წლების ბოლოს დასახლებაში ცხოვრობდა  დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი. ნამდვილად პრესტიჟული იყო აქ ცხოვრება. სსრკ-ს დაშლისა და შემდგომ ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, მაღაროები გაპარტახდა. სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ადამიანებმა დატოვეს სახლები და ბინები. და თუ ადრე ხალხი რამდენიმე წლის განმავლობაში იდგა ამ ბინის რიგებში, ახლა საცხოვრებლების უმეტესი ნაწილი ცარიელია. მიტოვებულ მაღალსართულიან შენობებს მხოლოდ რამდენიმე ოჯახი შემორჩა.

 

თურმე, ქვანახშირის მაღაროების გარდა, რადონის აბანოებიც იყო და მასთან ერთად მთელი სანატორიუმი, რომელიც 400-მდე ადამიანს იტევდა.

 

ვცადე რუკებზე მეპოვა და ვნახე, რომ ყოველივე სრულიად განადგურდა. სამწუხაროა, რომ ირგვლივ მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩაფიქრებული იყო, სრულიად მიტოვებული აღმოჩნდა. ბუნება გარშემო თვალწარმტაცია და თქვენ ხედავთ თუ როგორ ითრევს და შთანთქავს ის ყოველივეს, რაც ადამიანმა შექმნა. ”

 

ტყვარჩელი სეპარატისტულ აფხაზეთში დაცარიელებული ქალაქის ყველაზე "თვალსაჩინო" მაგალითია. ამასობაში თითქმის ასევე დაიცალა ათობით აფხაზური სოფელი, სადაც საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. აფხაზი ახალგაზრდები საცხოვრებლად სოხუმსა და გაგრაში გადავიდნენ, სადაც უმუშევრობის, გახშირებული დანაშაულის, ნარკომანიის პირობებში დეგრადაციას განიცდიან.

 

სოხუმსა და გაგრის, ასევე აფხაზეთის საკურორტო სანაპიროს რამდენიმე პუნქტის მიღმა ყველაფერი გაპარტახებული, მიტოვებული, დეგრადირებულია. თუმცა, სანაპირო ზოლზეც კი მიწა მალე აფხაზების საკუთრებაში არ იქნება. იქ სხვა პრეტენდენტები არიან, რომლებიც არც კი მალავენ აფხაზეთის „დაუფლების“ განზრახვას, თუმცა ამას ნაწილობრივ არა პირდაპირ, არამედ რუსეთიდან „უფლებამოსილი წარმომადგენლების“ მეშვეობით აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი „წარმომადგენელი“ არის კრასნოდარის ტერიტორიის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი, რომელიც ერთ დროს შენიღბულად უჭერდა მხარს სოხუმელ სეპარატისტებს. როგორც აღმოჩნდა - ამის მიზეზიც ჰქონია.

 

ცოტა ხნის წინ სეპარატისტულ აფხაზეთში სკანდალი ატყდა კრასნოდარის ტერიტორიის ყოფილი გუბერნატორის და რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ტკაჩოვის განცხადების გამო. 2021 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთაში სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსის „მოსკოვის კურორტის“ მშენებლობაზე საუბრისას მან განაცხადა:

 

„უნიკალური ადგილია, 45 ჰექტარი, რომლის შეძენაც მოვახერხეთ, გამოვისყიდეთ და ვფიქრობ, რომ ეს ადგილი იმსახურებს ასეთ პროექტს."

 

ყოფილი გუბერნატორის სიტყვებს მწვავე რეაქცია მოჰყვა აფხაზურ საზოგადოებაში, რადგან სეპარატისტული კანონმდებლობით, მაშინ როცა აფხაზეთში მიწა არ იყიდება, არ არსებობს კანონი, რომელიც მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის საშუალებას იძლევა.

 

თუმცა აფხაზები „როგორც აღშფოთდნენ, ისევე მალე დამშვიდდნენ“. ტკაჩოვმა კი „განმარტა“, რომ მიწა ჯერ არ უყიდია, უბრალოდ იქირავა. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ საიჯარო საგანი მალევე დარეგისტრირდება საკუთრებად, როგორც კი შესაბამისი სეპარატისტული კანონი გაჩნდება (რაზეც სეპარატისტული ხელისუფლება უკვე შეთანხმდა რუსეთთან „კანონმდებლობის ჰარმონიზაციის“ ფარგლებში).

 

უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვ-კალანტაროვმა სოჭში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ახლად დანიშნულ „საგარეო საქმეთა მინისტრთან“ ინალ არძინბასთან „ოფიციალურ შეხვედრაზე“ სეპარატისტებს მიანიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს „არც თუ ისე  ლეგიტიმური პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების საკუთრებასთან. “  ლავროვის თქმით, არძინბამ დაარწმუნა რუსული მხარე, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობა „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა ეს საკითხი დაიხუროს“. ანუ, არც ისე დიდი დრო გავა და არავინ დასვამს „სულელურ კითხვებს“, თუ როგორ მიიღეს კალანტაროვის თანატომელებმა  მიწა აფხაზეთში რუსული თუ სხვა პასპორტებით.

 

ასეა თუ ისე, სეპარატისტული აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა  ტერიტორიად, სადაც „ყველაფერს ფული წყვეტს“. აფხაზებს ფული არ აქვთ - საერთოდ. ისინი იძულებულნი არიან დამპყრობლების გადმოგდებულ ლუკმას დაელოდონ. და ვის აქვს ეხლა შავი ზღვის სანაპიროზე ფული, ძალაუფლება და გავლენა და ვისი „სურვილი“ შეასრულა ტკაჩოვმა და კვლავაც ასრულებს? გასაგებია, ვისაც - სომხურ ლობს.

 

სწორედ ტკაჩოვის დროს, როდესაც ის კრასნოდარის გუბერნატორი იყო, სომხებმა ფაქტიურად აიღეს არა მხოლოდ მთელი სოჭი, არამედ მთელი რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ქერჩის სრუტემდე. ყირიმის ანექსიასთან ერთად, სომხებს „მადა“ გაეხსნათ მისი მიმართულებით, ხდება მასიური შესყიდვა და მიწების ჩამორთმევა სომეხი დევნილების მიერ გაყალბებით და იქიდან ყირიმელ თათართა მკვიდრი მოსახლეობის „გაძევება“.

 

გულუბრყვილოები ვიქნებოდით, გვეფიქრა, რომ „უძველესი ხალხის“ მიერ მიწების მითვისების მრავალჯერ უფრო ინტენსიური პროცესი სეპარატისტულ აფხაზეთზე არ იმოქმედებს. მეტიც, სომხები აქ უკვე უმრავლესობად იქცნენ და მათი რიცხვი სომხეთის რესპუბლიკიდან და ლიკვიდირებული სეპარატისტული „არცახიდან“ ჩამოსახლების გამო მხოლოდ იზრდება.

 

აფხაზები ზოგან თავად ტოვებენ, ზოგან კი კარგავენ საკუთარ მიწებს. და თუ უმოკლეს დროში აფხაზეთი კვლავ არ შეუერთდება  საქართველოს და არ შეურიგდება მოძმე ქართველ ხალხს, მაშინ არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ აფხაზების მიწების დაკარგვის ასევე აფხაზური ეთნოსის მოსპობის პროცესი შეჩერდეს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები