მსოფლიო

სროლების შედეგად 1 აზერბაიჯანელი და 1 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

12.01.22 16:00


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 11 იანვრის საღამოს მომხდარ სასაზღვრო სროლებს სომეხი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ემსხვერპლნენ.

 

ინფორმაციას დაღუპულების შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.

 

სომხური მხარის ცნობით, სროლები აზერბაიჯანულ პროვოკაციას მოჰყვა, რომლის შედეგად ასევე დაიჭრა კიდევ ორი სომეხი ჯარისკაცი.

 

აზერბაიჯანული მხარე ქალბაჯარის სასაზღვრო ზონაში სროლების დაწყებაში სომხურ ნაწილებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ მმართველებს ეკისრებათ.

 

2022 წელს ეს არის მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის პირველი შემთხვევა, რომელსაც ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მხარეებს შორის პერიოდულად ახლდება დაპირისპირებები.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები