საზოგადოება
12.01.22 18:00
თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, მძლეოსან ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ძალიან დიდია ვიქტორ სანეევის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან არაერთხელ ასახელა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა საქართველო.
სწორედ ამიტომ, გვსურს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მივანიჭოთ. ვუსამძიმრებ სპორტსმენის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს ამ დანაკარგს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი მიაგეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრებმა, ვლადიმერ ბოჟაძემ და ავთანდილ ცინცაძემ.
სამძიმრის წიგნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურ მუზეუმში დღეს გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთოს და თანაგრძნობა გამოუცხადოს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს. ლეგენდარული სპორტსმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხვალ სიდნეიში დაკრძალავენ. ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
წყარო : /www.ghn.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24