ხაჯიმბა პუტინს: რთულია შეაფასო თქვენი პირადი წვლილი აფხაზეთის განვითარებაში

23.05.16 18:40


მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია

"რთულია შეაფასო თქვენი პირადი წვლილი აფხაზეთის რესპუბლიკის უფლებების დაცვასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი ხალხი გულწრფელად მადლობელია თქვენი მუდმივი ყურადღებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარებისთვის", - ასე მიმართავს აფხაზეთის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაბადების დღის მისალოც წერილში.

აქვე ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ სწორედ მისი, ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში იქცა რუსეთი ძლევამოსილ სახელმწიფოდ, რომელიც "წამყვან როლს თამაშობს მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხში და ეროვნული ინტერესებს საიმედოდ უზრუნველყოფს".

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის დღეს, 7 ოქტომბერს 63 წლის გახდა.

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები