პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

13.01.22 16:00


საქართველოს პარლამენტის წევრი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ალექსანდრე მოწერელია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. განსაკუთრებით კი, აქცენტი ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაკეთდა.

 

„ტიროლის რეგიონმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმეს. სწორედ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის კუთხით. ჩემი მხრიდან, გამოვთქვი სურვილი, რომ ჩემი შემდგომი ვიზიტისას ავსტრიაში შევხვდე როგორც კოლეგებს, ისე - ტიროლის რეგიონის ხელმძღვანელობას, რა დროსაც ჩვენი რეგიონების სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის შემდეგ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები