პოლიტიკა

თოლორაია: ეს იყო რეფორმა ერთი ადამიანისთვის, რეფორმა ლონდა თოლორაიასთვის, რათა იგი არ ყოფილიყო უწყების ხელმძღვანელი

14.01.22 10:15


„საბოლოო შედეგად მივიღეთ ის, რომ ორად გაყოფილ უწყებაში არაფერი იცვლება.

არანაირი დამატებითი ბერკეტი ამ ორ უწყებას არ ემატება. არც პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობა არ უმჯობესდება“, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. 

 

„თუ ადამიანი პროფესიონალურად აკეთებდა ორ საქმეს, რატომ არ შეიძლება, რომ აკეთებდეს ერთ საქმეს უკვე ამ რეფორმის შემდეგ, ძალიან გაუგებარი და ალოგიკურია.  საბოლოოდ, ეს კანონი ჩამოყალიბდა ისე, რომ ერთი ადამიანისთვის გაკეთებული რეფორმა იყო ლონდა თოლორაიას მოშორებისთვის გაკეთებული, რადგან დანარჩენი, ფაქტობრივად, ყველაფერი დარჩა იგივე. სხვა თანამდებობის შემოთავაზებაც  რომ არასერიოზულია ალბათ ხვდებით იმიტომ, რომ მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც პრემიერს საჯარო შეთავაზება გაეკეთებინოს ვინმეზე თანამდებობისთვის. არსებული კანონი ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

არსებული კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მიიღებს ლონდა თოლორაია ხელახლა მონაწილეობას და ესეც არასერიოზულია.

ვინმეს, რომ  კონკურსის შედეგად ლონდა თოლორაიას დანიშვნა უნდოდეს ამ პოზიციაზე, მისი გათავისუფლება ამ კანონით არ მოხდებოდა. ამიტომ, ამის შესაძლებლობას კანონი არ ტოვებს და ამისი პრაქტიკული რეალიზების შანსები არის ნულის ტოლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკას მოკლებულია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო რეფორმა ერთი ადამიანისთვის, რეფორმა ლონდა თოლორაიასთვის, რათა იგი არ ყოფილიყო უწყების ხელმძღვანელი და არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რომელსაც მე ვატარებდი ამ უწყებაში,“ - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული შეფასებისას.

 

თოლორაიას შეფასებით, ორად გაყოფილ უწყებაში არაფერი იცვლება. 

 

„საბოლოო შედეგად მივიღეთ ის, რომ ორად გაყოფილ უწყებაში არაფერი არ იცვლება. არანაირი დამატებითი ბერკეტი ამ ორ უწყებას არ ემატება. არც პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობა არ უმჯობესდება იმიტომ, კანონი ორი წელია თაროზეა, რომელიც პროგრესული იყო.

არც მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით არანაირი ქმედითი ბერკეტი უწყებას არ ემატება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად ნიშნავს იმას რომ მიზანი იყო არა უწყების ორად გაყოფა, არამედ ეგრეთ წოდებული რეფორმის სახელით, ლონდა თოლორაიას ამ პოზიციაზე არ ყოფნა, რომელსაც უკან მიყვება მისი სამი მოადგილე, რომლებმაც ასევე ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს სამსახური ყოფილიყო წარმატებული,” - განაცხადა თოლორაიამ. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები