პოლიტიკა

„ეს ბატონი გახარია ძალიან უცნაურად იქცევა, თავი ბოლო ვერ გავიგე“ - მელია

14.01.22 13:40


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ჩხოროწყუში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ ეთაკილებოდა. 

 

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მელიამ აღნიშნა, ჩხოროწყუში გახარიას პარტიის სამი დეპუტატი მეორე ტურში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გავიდა. 

 

„ეს ბატონი გახარია, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან უცნაურად იქცევა. ვერაფერი გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო. მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი გავიგე.

ეს ბატონი წარმოშობით ჩხოროწყუელი ყოფილა, არც ვიცოდი. ბატონ გახარიას ჩხოროწყუში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ეთაკილებოდა თანამშრომლობა.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას წარმომადგენლებს შორის დაკომპლექტება კარგია, იმიტომ რომ ფულს ვეღარ იპარავენ  და მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავენ. 

 

ჩხოროწყუში გახარიას პარტიის სამი დეპუტატი მეორე ტურში გადავიდა, მათ შორის იმ სოფელში, საიდანაც არის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღიად საჯაროდ დაუჭირა მხარი. სამივე გახდა დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით, იგივე მოხდა  წალენჯიხაში“, - განაცხადა მელიამ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები