პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: შეცდომებს უწოდებს დანაშაულებს, რაც ჩადენილია მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინების მიზნით

14.01.22 17:20


თუნდაც იმ ფორმის კომუნიკაციით, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინდელ სხდომაზე მოსამართლესა და სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, ეს ცხადყოფს, რომ აბსოლუტურად იგივე ბრუტალურ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორიც იყო 2003 წლიდან 2012 წლის პირველი ოქტომბრის პერიოდის ჩათვლით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი შეცდომებს უწოდებს იმ დანაშაულებს, რაც ჩადენილია, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინების მიზნით.

 

„მიუხედავად განცხადებებისა, რომელიც გუშინ სასამართლო სხდომაზე გაკეთდა ექსპრეზიდენტის მიერ, რომ აღარ გაიმეორებს დაშვებულ შეცდომებს და შეცდომებს უწოდებს დანაშაულებს, რაც ჩადენილია, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინების მიზნით, რეალურად ყველა ვხვდებით, ვისთან გვაქვს საქმე. თუნდაც იმ ფორმის კომუნიკაცია, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინდელ სხდომაზე მოსამართლესა და სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, ცხადყოფს, რომ სინამდვილეში კვლავ აბსოლუტურად იგივე ბრუტალურ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორიც იყო 2003 წლიდან 2012 წლის პირველი ოქტომბრის პერიოდამდე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები