პოლიტიკა

20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ვიყავით, გაშვების მიზეზი პოლიტიკურია - წულუკიანის მიერ გათავისუფლებულები

17.01.22 10:15


ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული ისტორიკოსი, ნანა ბუჭულაძე სამსახურიდან მის გაშვებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს და აცხადებს, რომ უწყებას მისთვის არ გაუგზავნია წერილი არც რეორგანიზაციასთან დააკვშირებით, არც კომპეტენციაზე.

 

"გაჩნდა ფოტოები, სადაც ვიყავით ჩვენ მეც, ბატონი გიო გაგშიძე, ნინა ჩხილაძე და ეს იყო 20 ივნისის საპროტესტო დემონსტრაცია, მიზეზია პოლიტიკური, რომელიც დატრიალდა "ფეისბუკზე", რაღაც ესეთი ხალხი არ უნდა მუშაობდეს მუზეუმში.

როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ეს მიზანდასახულად არ უნდათ, ეს ქვეყანა უნდა იყოს ჩამქრალი, პროვინციული, ჩვენნაირი ადამიანები მათ არ სჭირდებათ", - ამბობს ნანა ბურჭულაძე. 

 

ცნობისთვის, 36 ადამიანმა დაკარგა სამსახური გაურკვეველი მიზეზით.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები