პოლიტიკა
17.01.22 10:45
პარიზში, საფრანგეთის სენატში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის და საპრეზიდენტო ტრიოს (სლოვენია, საფრანგეთი, ჩეხეთი) სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა.
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საფრანგეთის პრიორიტეტები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე და ევროს შემოღებიდან 20 წლის გასვლის კონტექსტში, ერთიანი ბაზრის პერსპექტივები განიხილეს. სხდომაზე სპეციალურ მომხსენებლად წარმოდგენილი იყვნენ საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, კლემენ ბონი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.
საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების საკითხს და დასავლეთ ბალკანეთის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ საკითხს სპეციალური კონფერენციაც მიეძღვნება.
ხაზი გაესვა, რომ საერთო ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან.
თავმჯდომარეთა შეხვედრისას COSAC-ის პლენარული სხდომის დღის წესრიგი შემუშავდა, რომლის გამართვა 3-5 მარტისთვის დაიგეგმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24