პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინის წინააღმდეგ

17.01.22 11:15


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უწყებამ განცხადება “ტვიტერზე” გაავრცელა.

 

​”საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები