პოლიტიკა
18.01.22 16:40
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება, გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის მხარეს საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.
მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით პოლონეთის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აქტიურ ჩართულობას, საქართველოს სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მჭიდრო პრაქტიკულ თანამშრომლობას, საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის კავშირების მზარდ დინამიკას. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პოლონელი გენერალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ეწვევა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24