პოლიტიკა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს წარადგენს

19.01.22 10:00


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო კონსილიუმთან ერთად პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მორიგ დასკვნას დღეს, 19 იანვარს წარადგენს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსილიუმის დასკვნის წარდგენა , სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 12:00 საათზეა დაგეგმილი.

 

როგორც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დასკვნაში საუბარი იქნება როგორც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხებზე, ისე უფლებრივ ნაწილზე.

 

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მორიგი ვიზიტი ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება შემოწმდა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები