პოლიტიკა
19.01.22 11:45
„დიპლომატია ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზაა“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არავინაა დაცული, ვიდრე ყველა არ სცემს პატივს ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ყველა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას.
„ბოლო სამი ათწლეულია, რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში; ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორც საკუთარ მიწაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავაყენებთ რუსეთთან. უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, მათ შორის შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და ნატო-ს თანამეგობრობის წევრები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინას დღეს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ენტონი ბლინკენი უკრაინიდან ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"
16:2021.05.22
-
16:1021.05.22
-
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
18:0020.05.22
-
მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს
17:4020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:2020.05.22
-
ვიქტორ დოლიძე: ნატოდან საქართველოს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
17:0020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
16:3020.05.22
-
16:0020.05.22
-
15:3020.05.22
-
15:0020.05.22
-
უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
14:0020.05.22
-
13:0020.05.22
-
პამირი და ზანგეზური - ევრაზიის ორი საკვანძო წერტილი
12:0020.05.22
-
გვარამია არის დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას - არჩილ თალაკვაძე
11:4520.05.22
-
11:3020.05.22
-
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე
11:1520.05.22
-
11:0020.05.22
-
10:4520.05.22
-
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
10:3020.05.22
-
10:1520.05.22
-
თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
10:0020.05.22
-
ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა
18:0019.05.22
-
ლოგიკურია რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ლევან მამალაძე ბრუნდება, დაგვიანდა კიდეც - გიგა ბოკერია
17:4019.05.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა
17:2019.05.22
-
17:0019.05.22
-
16:4019.05.22
-
16:2019.05.22
-
16:0019.05.22
-
ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
15:4019.05.22
-
„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
15:2019.05.22
-
თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: როგორ გაქვთ “სამთავრობო თმის ვარცხნილობები”, ყალყზეა?!
15:0019.05.22
-
მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა
14:3019.05.22
-
14:0019.05.22
-
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
13:4019.05.22
-
13:2019.05.22
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13:0019.05.22