საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს

19.01.22 13:20


საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვლის ჩათვლით დარგის ექსპერტები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით 34 სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებენ.

 

„სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირება პაციენტის უსაფრთხოებისა და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები