პოლიტიკა
19.01.22 15:20
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველწლიური შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა და აღნიშნულ კონტექსტში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას, მათ შორის ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები.
თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ – ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.
მხარეები ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს
18:0027.05.22
-
17:4027.05.22
-
17:2027.05.22
-
17:0027.05.22
-
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ღირსების მედლით დააჯილდოვა
16:4027.05.22
-
16:2027.05.22
-
16:0027.05.22
-
მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მლნ დოლარი - ირაკლი ღარიბაშვილი
15:4027.05.22
-
15:2027.05.22
-
თამარ ტალიაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი
15:0027.05.22
-
14:4027.05.22
-
რომან გოცირიძე - „დავგუგლე“: ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი 2014 წელს ახსენა
14:2027.05.22
-
14:0027.05.22
-
13:4027.05.22
-
13:2027.05.22
-
13:0027.05.22
-
12:4027.05.22
-
12:2027.05.22
-
12:0027.05.22
-
11:4527.05.22
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
11:3027.05.22
-
11:1527.05.22
-
11:0027.05.22
-
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
10:4527.05.22
-
დავით ზალკალიანმა აშშ-ში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გამართა
10:3027.05.22
-
10:1527.05.22
-
დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ
10:0027.05.22
-
დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იზრდება
18:0026.05.22
-
ელისაბედ II საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
17:3026.05.22
-
17:0026.05.22
-
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
16:3026.05.22
-
16:0026.05.22
-
15:3026.05.22
-
15:0026.05.22
-
14:3026.05.22
-
4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
14:0026.05.22