პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა - მეგობრული შეხვედრა მქონდა დავით ზალკალიანთან, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

21.01.22 12:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა.

 

„ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში პატივი მქონდა, შევხვედროდი მის აღმატებულებას, პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას. განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების, არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის საკითხები. მადლიერი ვარ მტკიცე მეგობრობისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია დავით ზალკალიანის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც:

 

„დღეს დილით მქონდა მეგობრული შეხვედრა დავით ზალკალიანთან. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გავუზიარეთ ლიეტუვის გამოცდილება და ჩვენს ქართველ მეგობრებს მოვუწოდეთ, დარჩნენ რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის განმტკიცებისა და კარგი მმართველობის გაძლიერების გზაზე“, – ნათქვამია გიტანას ნაუსედას მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები