საზოგადოება

ბაჩო ახალაია საპატიმროს 1-ელ მარტს დატოვებს

21.01.22 12:20


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 1-ელ მარტს დატოვებს.

 

9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

 

რა იქნება საპატიმროს დატოვების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გეგმები და დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში, ამ მომენტისთვის უცნობია.

 

ინფორმაციისთვის, 2019 წელს, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია აცხადებდა, რომ ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ დაუბრუნდებოდა.

 

ამავე ინტერვიუში ახალაია განმარტავდა, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ერთდროულად მოუწევს სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ ყოფით პრობლემებთან გამკლავება.

 

„ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს“, - აცხადებდა ახალაია.

 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები