საზოგადოება
21.01.22 17:00
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა 1 თებერვლიდან ფასიანი ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:
საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;
ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;
ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;
ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 70 ლარი;
ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი;
სამთვიანი საოჯახო აბონემენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი;
პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი;
კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი;
ფოტოსესია – 50 ლარი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:
ომის მონაწილეები;
პენსიონრები;
საპატიო ზუგდიდელები;
ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები;
საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.
გასულ კვირას აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოლარე-კონსულტანტები იყვნენ დასაქმებულნი იმ ფონზე, როცა ბაღში შესვლა უფასო იყო.
“2020 წელს ა(ა)იპ − ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი.
აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი”, — ვკითხულობთ ანგარიშში.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის 2019 წლის 30 დეკემბერს გაიხსნა. როგორც ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძენს, იქ შესვლა თავდაპირველად ფასიანი იყო და ამიტომაც იყვნენ დასაქმებულნი მოლარეები.
თუმცა, როგორც ჰყვება, ვითარება პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ შეიცვალა.“[დაიწყო] პანდემია, ლოკდაუნი გამოცხადდა ქვეყანაში. ამ მოლარეებს მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდათ, ლოკდაუნი კი იყო რაღაც ვადით, ხომ? 1 კვირით, 1 თვით… ზუსტად არავინ იცოდა, როდის დამთავრდებოდა ლოკდაუნი.
რადგან ბოტანიკური ბაღი არის რეკრეაციული სივრცე, 26 ჰექტარი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად იმოძრაონ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაღი იყოს უფასო და ყველას ჰქონდეს აქ შემოსვლის შესაძლებლობა”, — დასძენს ქარჩავა.
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც პანდემიამდე მოლარეებად საქმიანობდნენ, კოვიდ-რეგულაციების დაცვის მაკონტროლებლის ფუნქცია მიენიჭათ და სწორედ ამ მისიით დარჩნენ სამუშაო ადგილებზე.
“იყო რეგულაციები: შემოსვლის დროს სიცხის გაზომვა, შეკრებების [შეზღუდვა], პირბადის ტარება… და ჩვენ, რახან პანდემია იყო, მოლარეებს დავაკისრეთ ეგ ფუნქცია, რომ სანამ ფასიანი [გახდებოდა შემოსვლა], მანამდე დაგვხმარებოდნენ ამ მიმართულებით.
ასევე, როცა უფასო გახდა შემოსვლა, ბევრი ხალხი შემოდიოდა, იყო ვანდალიზმის ფაქტები. ამიტომ გვჭირდებოდა ეს ადამიანები, რომ ზედამხედველის ფუნქციაც შეესრულებინათ”, — გვითხრა ბაღის დირექტორმა.
ზვიად ქარჩავას თქმით, ხსენებულ 6 ადამიანს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და ამჟამად ბოტანიკურ ბაღს მოლარე-ოპერატორები აღარ ჰყავს. თუმცა, მისივე განმარტებით, შესაბამისი შტატი კვლავ არსებობს და როცა ბაღში შესვლა ფასიანი გახდება, ადმინისტრაცია ისევ მოძებნის 6 მოლარეს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24