პოლიტიკა

კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

21.01.22 17:30


კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

 

თბილისის მერმა მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

 

56-ვე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეისყიდა.

 

„ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ამ ადამიანებისთვის დაახლოებით, სამასი მილიონის ქონებაა გადაცემული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ თავისი რაიონის გამგეობას, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. კახა კალაძემ ამ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები