პოლიტიკა

„ისტორიას ქმნიან პიროვნებები, მაგრამ, ასევე, ისტორიას ქმნიან ცუდი პიროვნებები, ჯალათი პოლიტიკოსები“ - თაკო ჩარკვიანი

24.01.22 10:45


„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ლუსტრაცია დროზე ადრე რომ მომხდარიყო, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი ვერ იქნებოდა. 

 

„ისტორიას ქმნიან პიროვნებები, მაგრამ, ასევე, ისტორიას ქმნიან ცუდი პიროვნებები, ჯალათი პოლიტიკოსები. გენიალური ადამიანები ინარჩუნებენ ქვეყნებს, ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას. თავის დროზე რომ მომხდარიყო ლუსტრაცია, ეს ქალბატონი კულტურის მინისტრად არ იქნებოდა. ჩვენ ვინდობთ ხოლმე ერთმანეთს მაშინ, როცა საჭირო არ არის და ვინდობთ ისეთ ტიპებს, რომლებიც დასანდობი არ არის“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

 

შეგახსენებთ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, რის ოფიციალურ მიზეზად დასაქმებულთა კომპეტენციის ნაკლებობა სახელდება. 

 

თავად სპეციალისტები კი, არა ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელოვნებათმცოდნეების გათავისუფლება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილია. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები