პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“: ახლა არიან თავისივე არასწორი გადაწყვეტილებების მძევლები, შესაბამისად, მოუწევთ ამ გადაწყვეტილებების შეცვლა და პარლამენტში საქმიანობა

24.01.22 12:00


მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მუშაობას განაახლებს. უმრავლესობის წევრის თქმით, პარტია საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებების მძევალი გახდა და ამ გადაწყვეტილებების შეცვლა მოუწევს.

 

„იმდენად ბევრ საქმეში შეირცხვინეს თავი, მათ შორის მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აღარ არიან, რომ ახლა თვითონ უწევთ მოვლენებზე დადევნება იმ თვალსაზრისით, რომ არის მოვლენები, პროცესები, რომლებსაც გაეთიშნენ - თავდაპირველად თავისი ნებით, თუმცა ახლა არიან თავისივე არასწორი გადაწყვეტილებების მძევლები. შესაბამისად, მათ მოუწევთ ამ გადაწყვეტილებების შეცვლა და იგივე პარლამენტში საქმიანობა, ვინაიდან საკუთარ ამომრჩეველთან პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ წარმოადგენენ თუნდაც იმ მანდატებს, რომლებიც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტში მიანიჭა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მიიღებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები