პოლიტიკა

მდინარე იორდანესთან, საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია იქმნება

24.01.22 15:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის გადმოცემული 4 000 კვ.მ მიწის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, პატრიარქის კურთხევით, აღნიშნულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.

 

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას, დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტსა და შემდეგ მშენებლობაზე გადავალთ. მინდა, ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს. მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზისა და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსსა და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

პრემიერის თქმით, მთავრობამ კომისიის მუშაობაში ჩართვა საპატრიარქოს წარმომადგენლებს - მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს სთხოვა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები