პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს

24.01.22 17:00


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს.

 

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კოორდინირება საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ფარგლებში მოხდება.

 

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ, ნებისმიერი მომენტში ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და თუ საჭირო იქნება პროცესში ჩავერთო“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

 

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტს პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა წარადგინეს.

როგორც მასთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა საჭიროა კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებს მას პარლამენტი. სამხარაძის თქმით, საკითხზე ფრაქციებს შორის კონსულტაციები გაიმართება.

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები