საზოგადოება

სატვირთო მანქანები სომხეთიდან უფრო ადვილად გადაკვეთენ საქართველო-რუსეთის საზღვარს

17.10.16 16:15


რუსეთი და სომხეთი „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამტარ პუნქტზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის გამარტივების თაობაზე ღონისძიებებს ატარებენ, განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რუსეთისა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის რუსული მხარის თავმჯდომარე მაქსიმ სოკოლოვმა.

„ზემო ლარსის“ საკონტროლო გამტარი პუნქტი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ამ დროისთვის „ზემო ლარსზე“, ტრანსპორტის სამინისტროს დოკუმენტის თანახმად, ხუთი გამტარი პუნქტი მოქმედებს.

უფრო ადრე მინისტრმა განაცხადა, რომ საქონელბრუნვა რუსეთსა და სომხეთს შორის 2016 წლის პირველ ნახევარში 10%-ით, 450 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები