საზოგადოება

გვახსოვდეს მშობლის მიერ შვილის დაწყევლა საშიშია და ხშირად ეს წყევლა სრულდება - ილია მეორე

17.10.16 16:25


მშობლის მიერ შვილის წყევლის საშიშორებაზე ისაუბრა დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ასეთი წყევლა ხშირად სრულდება.

,,ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს. ასევეა მშობლები. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება” - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს ბიბლიური მცნება შეახსენა - ”პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა, რათა პატივი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა”.

”თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ”, - აღნიშნა პატრიარქმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები