საზოგადოება
17.10.16 18:15
სასწავლო წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სერგო ძაგნიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”სამძებრო სამუშაოებში გამოვიყენეთ ყველა რესურსი, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მივიჩნიეთ და ზემოდან ვაკონტროლებთ აკვატორიას.
მთელი ბათუმი ხედავს, რომ ზღვის თავზე ყოველდღე შვეულმფრენი დაფრინავს… სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამ საქმეში ჩართული იყო ყველა მყვინთავი, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია“, – აცხადებს სერგო ძაგნიძე.
რაც შეეხება იმას, ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა სამხედრო ბაზაზე არსებულ ჩასაყვინთავ აღჭურვილობას, სერგო ძაგნიძე ამბობს, რომ უწყება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
“ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. მინისტრის განკარგულებით, შეჩერდა სასწავლო საწვრთნელი სამუშაოები ახალი ნორმატიული ბაზის შემუშავებამდე. მხოლოდ ყვინთვის სწავლება არ შეწყვეტილა. შეჩერდა ყველა სამუშაო, სადაც ბოლომდე არ იყო გაწერილი უსაფრთხოების ზომები. მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხარვეზები კი არა, დანაშაულია. ამიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. გამოძიება გრძელდება“, – აცხადებს სერგო ძაგნიძე.
კითხვაზე – ვინ არ გაუფრთხილდა იმ ორი ადამიანის სიცოცხლეს – ინსტრუქტორი, სამინისტრო, სახელმწიფო, თუ სამივე ერთად, ძაგნიძე აცხადებს, რომ ბრალეულობაზე სასამართლო იმსჯელებს.
„ინსტრუქტორები დაკავებულები არ არიან. ბრალეულობაზე სასამართლო იმსჯელებს, მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ინსტრუქტორები თურქეთში დაეუფლნენ სპეციალობას. თუმცა, ნორმატიულ ბაზაში არ არსებობს მონაცემები, რის მიხედვითაც ძნელია დაადგინო ზუსტად ვინ შეიძლება იყოს ინსტრუქტორი. ეს ბაზა დაიხვეწება და საკითხიც მოგვარდება“,- აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, სასწავლო წვრთნების დროს, ზღვაში ორი ჯარისკაცი – იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24