საზოგადოება

“სახლში ყალბ ფულს ბეჭდავდნენ” – დაკავებულია 2 პირი

17.02.22 12:40


საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

 

პროკურატურის განცხადებით,  ბ.ც. და ლ.ჩ., ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ 50 და 100 ლარიან კუპიურებს, რომლებიც  2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით  თბილისსა და რუსთავში მდებარე რვა ობიექტში გასაღეს, ხოლო 7 ობიექტში ყალბი კუპიურების გასაღება სცადეს.

 

“სამართალდამცველებმა ბ.ც. და ლ.ჩ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 15 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები  იქნა ამოღებული”.

 

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 10 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები