საზოგადოება

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს

17.10.16 19:40


საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს წვიმს, მაღალმთიან რაიონებში კი თოვს.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, თოვს ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში, ასევე, მესტიასა და შოვში.

მათივე განმარტებით, თოვლის საფარმა შოვში 4სმ; მესტიაში - 10სმ; ბაკურიანში - 2სმ; გუდაურში - 13სმ; სტეფანწმინდაში - 3სმ შეადგინა.

ამასთან, გვაზავას თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთაში ღამით ყინვაც დაფიქსირდა. კერძოდ, დევდორაკზე -4 გრადუსი; გუდაურში -5; სტეფანწმინდაში -2; ღამით ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთაში . კერძოდ, წალკაში - +3; ახალქალაქში - +2; ბაკურიანი - 0.

ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს და ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. კვირის ბოლომდე შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი დასავლეთ საქართველოში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 20-22 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი დღეს საღამოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. კერძოდ, 18 ოქტომბრის ღამით ფასანაური-თიანეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვლი. ხვალ წვიმა კახეთის რეგიონში, მათ შორის თბილისში შენარჩუნდება და უმეტესწილად ღრუბლიანი ამინდი იქნება. დღისით ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 19 ოქტომბრის შუადღიდან გამოიდარებს. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასები შემოვა, რის შედეგადაც გარკვეულწილად დათბება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები