პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე: საქართველოს პროკურატურა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება განვითარების სტრატეგიით დაგეგმილ მიზნებს

17.02.22 16:00


საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი წარმატებების წელი იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უწყება ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება განვითარების სტრატეგიით დაგეგმილ მიზნებს.

 

„წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სისტემისთვის პრიორიტეტულ ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროკურატურის ახალი 6 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრის პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები